რუსეთის პრეზიდენტი, ფრანგ და ხორვატ კოლეგებთან ერთად საფრანგეთის ნაკრების გასახდელში მივიდა, სადაც ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას ზეიმობდნენ. სპორტსმენებმა შამპანურის ბოთლი გახსნეს, თუმცა ვლადიმერ პუტინის დაცვის სამსახურის წევრმა ქოლგა გაშალა, რათა რუსეთის ლიდერს შხეფები არ შესხმოდა.
რამდენიმე საათით ადრე, ასევე მოიქცა დავის წევრი, როდესაც ფეხბურთელებს აჯილდოებდნენ. წვიმაში ქოლგა თავიდან მხოლოდ პუტინს გადააფარეს, თუმცა შემდგომ ის სხვა პრეზიდენტებსაც მიუტანეს.გასახდელში ზეიმის დროს, ფრანგმა ფეხბურთელებმა სათითაოდ დაიწყეს პრეზიდენტების სახელების შეძახილი, მათ შორის FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს.
გუშინ, 15 ივლისს მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელზეც საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment