განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ის მნიშვნელოვან აქცენტს გააკეთებს ციფრული სკოლის კონცეფციაა. ბატიაშვილის თქმით, ციფრული სკოლის კონცეფცია ყველანაირი ელექტრონული და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას გულისხმობს, რომელშიც გაერთიანდება როგორც საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე საინფორმაციო ცოდნის წყაროები
„ჩვენ თუ გვინდა, სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შედეგზე იქნება ორიენტირებული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ითამაშოს ტექნოლოგიებმა. ციფრული სკოლის კონცეფცია უნდა იყოს იდეალური სკოლის კონცეფცია, რომელზეც წვდომა ექნება ნებისმიერ ადამიანს. ბავშვები უკვე ჩართულები არიან ამ ტექნოლოგიებში, დაწყებული მობილური ტელეფონებით, პლანშეტებით და ასე შემდეგ, რატომ არ გამოვიყენოთ ეს საშუალებები, რათა ეს ყველაფერი საგანმანათლებლო კონტენტში გადავიტანოთ და ეს პლატფორმები გამოვიყენოთ განათლებისთვის. ჩვენ ამას კი არ უნდა ვებრძოლოთ, ეს ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, გამოვიყენოთ ცოდნისთვის და განვითარებისთვის", - განაცხადა დღეს პარლამეტის კომიტეტის სხდომაზე მიხეილ ბატიაშვილმა
პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების ორი სხდომა პარალელურ რეჟიმში გაიმართა. ერთზე ძალოვანი უწყების მომავალ ხელმძღვანელებს მოუსმინეს, მეორეზე ეკონომიკური გუნდის ახალ შემადგენლობას უსმენენ
imedinews.ge
No comments:
Post a Comment