Wednesday, July 18, 2018

ტყიბულის შახტში დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ 16 ივლისს თქვა, რომ ორივე პაციენტს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდებოდა.
ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.
მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და ის ადამიანები, ვინც ტყიბულის შახტში იყვნენ დასაქმებული, ჩვეულებრივ მიიღებენ სახელფასო ანაზღაურებას.
მინდელის შახტში არსებული მდგომარეობის დასათვალიერებლად შრომის ინსპექტორების ჯგუფი ჩავიდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment