Thursday, July 19, 2018

კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის სხდომა ჯერ არ დაწყებულა

პარლამენტში 12:00 საათზე დანიშნული რიგგარეშე სხდომა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიში უნდა მოისმინონ, ამ დრომდე არ დაწყებულა. დეპუტატებს ჯერჯერობით რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
სხდომის დაწყების დაგვიანების მიზეზი, კვორუმის არარსებობაა. ამ დროისთვის დარბაზში 58 დეპუტატი იმყოფება. 
კვორუმისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო.
დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment