საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ჯაბა ჯიღაური საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდ „გრენობლში“ ითამაშებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი გააფორმა.
„გრენობლი“ ლიგა 2-ში ახლახან აღზევდა და სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 27 ივლისს, „სოშოსთან“ გამართავს. ფრანგულ კლუბს ოლივიე გეგანი წვრთნის, რომელიც 2015-2016 წლების სეზონში „რეიმსში“ ჯაბა კანკავას ავარჯიშებდა.
ჯაბა ჯიღაური ბოლოს ყაზახურ „ორდაბაისში“ თამაშობდა, ხოლო იქამდე სკოპიეს „ვარდარის“, საჩხერის „ჩიხურასა“ და „დინამო თბილისის“ წევრი იყო
imedinews.ge
No comments:
Post a Comment