Tuesday, July 31, 2018

ახალი მოძრაობა „არა ნარკოტიკებს!“ იქმნება

ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანია „არა ნარკოტიკებს!“ იწყება, - ინფორმაციას ამის შესახებ „თამბაქოს ალიანსი ავრცელებს“. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოუწოდებს ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას, გაერთიანდეს და ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით აიძულონ საკონსტიტუციო სასამართლო, უარი თქვას მარიხუანასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. 

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: 

“ვეხმაურებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 30 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, თურმე „მარიხუანას მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას და მისი პირადი მიზნით მოხმარება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს“.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ამასთან, „სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.”

სამწუხაროდ, ჯერ არ გამოქვეყნებულა სარეზოლუციო და დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუმცა, უკვე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დაიშვა ერთ-ერთი მძლავრი ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას ლეგალიზაცია, რომელიც მძლავრ ნარკოტიკებს შორის, დამოკიდებულების ანუ მიჯაჭვულობის თვალსაზრისით მეხუთე ადგილზეა და იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მძიმე დაავადებებს. მარიხუანას კვამლი, როგორც მისი მომხმარებლის, ასევე გარშემო მყოფებისათვის არის საშიში და ასევე ავითარებს ზემოაღნიშნული სისტემების დაავადებებს, რადგან კვმალი შეიცავს ტოქსინებსა და კარცენოგენებს და სახიფათოა ირგვლივ მყოფი არამწეველებისთვის. 

მომავალი თაობებისთვის დამღუპველი გადაწყვეტილების უკან, სამწუხაროდ, კვლავაც მძლავრი ფინანსური ინტერესები იკვეთება. დაინტერესებულ ჯგუფთა შორის არის თამბაქოს ინდუსტრია. ყველგან, სადაც მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა, ამ ნარკოტიკის მთავარი მწარმოებელი კომპანია „ფილიპ მორისია“. ამიტომაც გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თამბაქოს ინდუსტრიაც ჩართულია ამ პროცესში და შესაბამისი ინტერესის სანაცვლოდ მარიხუანას ლეგალიზაციას საქართველოშიც ლობირებენ.

დღეიდან ვქმნით მოძრაობას „არა ნარკოტიკებს!“ და მოვუწოდებთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას გავერთიანდეთ და ერთიანი ფრონტით ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით ვაიძულოთ საკონსტიტუციო სამსამართლო უარი თქვას უკანონო გადაწყვეტილებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-5, მე-10, 28-ე და 29-ე მუხლებთან. 

ჩვენი მოთხოვნებია: საქართველოს პარლამენტმა დაუყონებლივ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს დიდ პალატას და გაასაჩივროს პირველი პალატის უსაფუძვლო გადაწყვეტილება; საქართველოს მთავრობამ, განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დააფიქსიროს მისი პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიმართ; აუცილებელია, მთავრობამ მომავალი წლიდან სერიოზული ინვესტიცია ჩადოს ცხოვრების ჯანსაღი წესით აღზრდისა და პოპულარიზაციის მიმართულებაში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, რათა მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდან ჰქონდეთ ჯანსაღად აღზრდის და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. 

უახლოეს 4 წელიწადში ყველა საბავშვო ბაღსა და სკოლაში უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მიეწოდოთ თანამედროვე ინვენტარი, გადამზადდეს პედაგოგები და გაიზარდოს მათი შრომის ანაზღაურება, შეიქმნას ინტერესთა მიხედვით კლუბები, სადაც სასკოლო პერიოდის შემდეგ სკოლის მოსწავლეებსა და უბანში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მაქსიმალურად დაიტვირთონ არამხოლოდ ფიზიკური აქტივობით, შემოქმედებითადაც. ასეთი სისტემური მიდგომის განხორციელების შედეგად შევძლებთ მომავალი თაობების დაცვას ნარკოდამოკიდებულებებისაგან;

ჩვენი პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილებით მზად ვართ ვითანამშრომლოთ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა შეიქმნას ქვეყნის მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჯანსაღად აღზრდისა და განათლების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ipn.ge

No comments:

Post a Comment