Tuesday, July 17, 2018

II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ჩავიდა.
ქართულ ქვედანაყოფს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის მეთაური, მაიორი გოგი ნოზაძე მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის“ სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ.
II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული როტაციის წესით IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ.
ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.
ბრიუსელში, 11-12 ივლისს გამართულ ნატოს სამიტზე ალიანისს წევრებმა კიდევ ერთხელ გადაუხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment