Thursday, July 12, 2018

ცხოველთა ფეკალიებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები შესაძლოა გაიზარდოს

ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დარღვევისთვის, შესაძლოა, ჯარიმები გამკაცრდეს და 200 ლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მისი განცხადებით, ჯარიმები 8 ლარიდან იწყება, რაც არაადეკვატურია, ამიტომ პირველ ჯერზე ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევა 50 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდება.
„ვგეგმავთ ჯარიმის ოდენობის ცვლილებაზე მუშაობას და შეთავაზებას შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოებისთვის. პირველ ჯერზე ჯარიმა 50 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 200 ლარიც შეიძლება იყოს. თუმცა, ჯარიმის ოდენობაზე მნიშვნელოვანი მისი აღსრულებაა. ამ კუთხით მუშაობა აუცილებელია. ცხოველის სიყვარული არ არის მისთვის თავზე ხელის გადასმა და კვება; მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე, სრული ციკლით მოვუაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და დავასუფთაოთ მის მიერ დაბინძურებული გარემო“,- განაცხადა ლომჯარიამ.

არსებული კანონდებლობით, ცხოველების მოვლა–პატრონობის წესის დარღვევისთვის ჯარიმა 8 ლარიდან 20 ლარამდეა. ხოლო პირუტყვის მოვლის წესის დარღვევისთვის სანქცია 20–50 ლარია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment