Monday, July 30, 2018

აკაკი ზოიძე - მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, ასევე აიკრძალოს საჯარო სამსახურში და იმ პროფესიებში, რომელზეც ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული

საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ თქვენ აღარ გაქვთ საკანონმდებლო ბერკეტი, რომლითაც აღასრულებთ მარიხუანის აკრძალვის საკანონმდებლო ნორმას. საუბარია, რა თქმა უნდა, მოხმარებაზე, - ამის შეასხებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. 

მისი თქმით, მარიხუანით თრობა რეგულაციებში უნდა მოეწყოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, დახურულ შენობებში, ღია თავშეყრის ადგილებში, კონცერტი იქნება ეს, თუ სტადიონი, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ასეთ ლოკაციაზე შესაძლოა იმყოფებოდეს არასრულწლოვანი, რაც მათთვის ძალიან ცუდი მაგალითია. 

„ანუ საუბარია იმაზე, რომ ამას შეზღუდვები ყველა ვარიანტში უნდა ეხებოდეს. მით უმეტეს, რომ მარიხუანას კონკრეტული ზიანი გამოიხატება იმაში, რომ არასრულწლოვან ასაკში რეგულარული მოხმარების დაწყების შემთხვევაში შვიდჯერ იზრდება ბუნებრივი განვითარების შეფერხების საფრთხე უკვე ზრდასრულ ასაკში, ეს კვლევებით დამტკიცებულია. ამ კუთხითაც მეცნიერულად დასაბუთებულია, თუ რატომ უნდა დაწესდეს ასეთი ტიპის რეგულაცია. მე პირადად, ასეთი რეგულაციის მომხრე ვიქნები“, - განაცხადა ზოიძემ. 
 

დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტა, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმებას გულისხმობს. „საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ თქვენ აღარ გაქვთ საკანონმდებლო ბერკეტი, რომლითაც აღასრულებთ მარიხუანას აკრძალვის საკანონმდებლო ნორმას. საუბარია, რა თქმა უნდა, მოხმარებაზე, ანუ, შესაბამისად ფლობა, შესყიდვა იქნება დასჯადი, შესაბამისი სანქციებით, ოდენობის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა სისხლის სამართალია, ისევე, როგორც გასაღება. ანუ ისჯება საპატიმრო სასჯელით. რაც შეეხება 100 გრამზე ნაკლები ნაკლები ნედლი მარიხუანის და 70 გრამი გამომშრალი მარიხუანის ფლობას, ამ შემთხვევაში სასამართლო გცნობს დამნაშავედ, ოღონდ ჯარიმას ვერ დაგაკისრებს, ეს არის დღევანდელი მდგომარეობით. ხოლო, მოხმარების შემთხვევაში საერთოდ გათავისუფლებული ხართ ნებისმიერი სასჯელისგან. შესაბამისად, შეიქმნა საკანონდებლო ნორმა, რომლითაც, რეალურად საკმაოდ, სახიფათო ტენდენცია შეიძლება მივიღოთ. მაგალითად იმ კუთხით, რომ დღეს მარიხუანას მოხმარება ნაკლებ რეგულირებულია, ვიდრე იგივე თამბაქოს მოხმარება. მაგალითად, არასრულწლოვანთათვის მარიხუანას მოხმარება ამ შემთხვევაში, ისეთივე რეჟიმში იქნება, როგორც სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც სასამართლომ გადაწყვიიტა, რომლითაც ისინი თავიანთი სხეულის თავისუფლებას ფლობენ, როგორც უნდა ისე მოქცნენ თავიანთ სხეულს, ჯანმრთელობასთან მიიმართებაში. მაგრამ იმავდროულად სასამართლომ ბრძანა, თუ ეს მესამე პირის სასიცოცხლო, ჯანმრთელობის თუ სხვა ინტერესებს აზიანებს, ასეთი შეზღუდვები დასაშვებია“, - განაცხადა ზოიძემ. 
 

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს კანონს, რომელიც გულისხმობს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებაში აიკრძალოს საერთოდ მოხმარება. „ასევე უნდა იყოს აკრძალული საჯარო სამსახურში და იმ პროფესიებში, რომელზეც ზოგჯერ ადამიანის სისცოცხლეა დამოკიდებული. მაგალითად, მძღოლო, მემანქანე, მფრინავი და ა.შ. მაგალითს აძლევს მათ შორის ექიმი, მოსამართლე, მასწავლებელი, ადვოკატი. გარდა ამისა, მკაცრად უნდა აიკრძალოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეკლამა. და კიდევ ერთი საკითხი, რაც ეხება, რომ მარიხუანის თრობის პირობებში საჭესთან ჯდომა ეს იქნება პოტენციური მკვლელობა“, - განაცხადა ზოიძემ. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment