ჩინური სოციალური პლატფორმა WeChat-ისთვის Google-მა თამაში შექმნა. ამის შესახებ CNN Money წერს.
თამაშის წესების მიხედვით, მომხმარებლებმა დროის გარკვეულ მონაკვეთში შესაბამისი ნივთი უნდა დახატონ, აპლიკაცია კი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მის ამოცნობას შეეცდება.
როგორც ირკვევა, Google-მა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც კომპანიას ჩინეთში ოპერირება აუკრძალეს.
მიმდინარე წლის მარტში გახდა ცნობილი, რომ ჩინური WeChat-ის მომხმარებელთა ყოველთვიურმა რაოდენობამ 1 მილიარდს მიაღწია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment