ჟურნალმა Time-მა თავისი ნომრის ახალ გარეკანზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ჰიბრიდული ნახატის ანიმაცია შექმნა. გამოცემა ტრამპისა და პუტინის "ერთობაზე" უსვამს ხაზს.ტრამპს პუტინთან ქცევის გამო აკრიტიკებენ არამხოლოდ დემოკრატები, არამედ რესპუბლიკელებიც. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ტრამპი პუტინის სიტყვებს უფრო ენდო, ვიდრე თავისი ქვეყნის დაზვერვის სააგენტოს.
16 ივლისს ჰელსინკიში ამერიკის და რუსეთის ლიდერების
პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მანამდე 2 ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდა: 2017 წლის
ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის
ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment