Monday, July 30, 2018
მოზარდი, რომელიც მეზობლის დახმარებას შეეცადა და მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
15 წლის მოზარდი, გიორგი გორგაძე რომელიც 1-ლ მაისს, მეზობლის დასახმარებლად აივანზე აძვრა და გადავარდა, გვიან ღამით გარდაიცვალა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გადმოვარდნის დროს მოზარდმა თავის ტრავმა მიიღო. ის თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში კომაში იყო.
შემთხვევა 1-ლ მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ გიორგის პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გიორგი მეოთხე სართულზე მესამე სართულის აივნიდან აძვრა. უკვე ქვემოთ ჩამოსვლისას, მოულოდნელად გადავარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, მოზარდი უცებ გალურჯდა და გაითიშა.
etaloni.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment