Thursday, July 12, 2018

თბილისში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა გაიზარდა

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილია. ამის შესახებ 1tv წერს.
ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და უპატრონო ძაღლების პოპულაციის ზრდის შეჩერებისთვის, აუცილებელია  მიუსაფარი ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაცია არა მარტო თბილისში, არამედ  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
როგორც სააგენტოს უფროსი ამბობს, დედაქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოდიან. ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტში უპატრონო და მიუსაფარი ცხოველების რეგულირებასთან დაკავშირებით, კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის უახლოეს მომავალში დასრულებულ სახეს მიიღებს.
ლომჯარიას თქმით, 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში 43 ათასზე მეტი მიუსაფარი ძაღლი იყო აღრიცხული, თუმცა მას შემდეგ ზუსტი მონაცემები არ შეჯერებულა და სავარაუდოდ, ძაღლების რაოდენობაც გაზრდილია.
სააგენტოს უფროსი ასევე ხაზს უსვამს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი მეთოდები უფრო ჰუმანური გახდა.
ასევე ცხოველთა ფეკალიებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები შესაძლოა 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment