მსოფლიოს 82-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე მატჩი ჩაატარა ჰამბურგის ტურნირზე და მეოთხედფინალამდე გააღწია. მერვედფინალში ქართველმა საათსა და 44 წუთში დაამარცხა ურუგვაელი პაბლო კუევასი – 7:6(6), 6:4.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩში პირველი ბრეიკი კუევასმა შეასრულა და საწყის სეტში 3:1 დაწინაურდა, თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ბასილაშვილი დომინირებდა. მან 9 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა (მეტოქეს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა) და ორჯერ აიღო ურუგვაელის მოწოდება.
პირველ სეტში ნიკამ მეექვსე გეიმში შეძლო უკუბრეიკის შესრულება და ანგარიში გაათანაბრა. 5:4-ზე, ბასილაშვილს ორი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა და პარტიის ბედი ტაი-ბრეიკმა გაარკვია. იქ ქართველმა სასწაული მოახდინა – 1:6 ჩამორჩა და კუევასს ხუთმაგი სეტბოლის შანსი მისცა, თუმცა, ხუთივე საფრთხე მოიგერია, ჯამში ზედიზედ შვიდი ქულა აიღო და მე-13 გეიმი 8:6 მოიგო.
მეორე სეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე გეიმში ბასილაშვილის მიერ შესრულებული ბრეიკი. მომდევნო გეიმში ქართველმა ერთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და ამის შემდეგ, მესამე მატჩბოლზე შეძლო გამარჯვება.
ბასილაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში სლოვენიელი ალიაჟ ბედენესა და ესპანელი პაბლო კარენიო-ბუსტას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ბასილაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში სლოვენიელი ალიაჟ ბედენესა და ესპანელი პაბლო კარენიო-ბუსტას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
No comments:
Post a Comment