Thursday, July 12, 2018

ინოვაციების გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

ინოვაციების გლობალური ინდექსის 2018 წლის რეიტინგში საქართველო 59-ე ადგილზეა, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია 9 კოეფიციენტით გაუმჯობესდა. ამასთან, რეიტინგის მიხედვით, საქართველო, რეგიონის მასშტაბით, პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. ინდექსი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა.
ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.
imedinwes.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment