Monday, July 16, 2018

ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში სამი მეშახტე გადაჰყავთ

მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში ხუთი მეშახტე შეიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის იური ელიავილის თქმით, ერთი პაციენტი თბილისში, დამწვრობის ცენტრში უკვე გადაიყვანეს, ერთ მათგანი დედაქალაქში ამ წუთებში მიჰყავთ. იური ელიაშვილის ცნობით, კიდევ ერთ დაშავებულს დამწვრობის ცენტრში მალე გადაიყვანენ.
მისივე ცნობით, ერთი პაციენტი სახლში უკვე გაწერეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე გაემგზავრნენ
მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. 
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment