უილიამი და ჩარლზი დონალდ ტრამპისა და დიდი ბრიტანეთის დედოფლის შეხვედრას არ დასწრებიან. ამის თაობაზე The Times-ი წერს.
„მათ ამ შეხვედრაზე უბრალოდ უარი თქვეს. პრინცი უილიამი შეხვედრის დროს საქველმოქმედო აქციაზე, ხოლო ჩარლზი ერთ-ერთ საგრაფოში ადგილობრივი პოლიციის ღონისძიებას დაესწრო“, - წერს გაზეთი.
გამოცემის ცნობით, დედოფალი ამ დონის შეხვედრებს ყოველთვის ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს.
13 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ტერეზა მეისთან შეხვედრისა და ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონლად ტრამპი, თავის მეუღლესთან მელანია ტრამპთან ერთად უინძორების სასახლეში გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ მეორეს შეხვდა.
ეს ამერიკელი ლიდერისა და დედოფლის პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც ტრამპმა 2016 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. დონალდ ტრამპი ამერიკის მეთერტმეტე პრეზიდენტია, რომელსაც დედოფალი ელისაბედი ოფიციალურად შეხვდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment