Saturday, August 16, 2014

სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი – მომდევნო ეტაპი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მომდევნო ეტაპს - სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე იქნება განთავსებული. კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამასთან, არ არის შეზღუდული ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა. 20 აგვისტოს მონიშნული სკოლები (ერთი, ორი ან სამი კონკურსანტის სურვილის მიხედვით) იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა.

დირექტორობის კანდიდატებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ განაცხადის შევსების წესს, რომელიც თან ახლავს სააპლიკაციო ნუსხას

ასევე, გთხოვთ, სრულად ატვირთოთ ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ფოტოსურათი; სამოტივაციო წერილი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 21 აგვისტოდან ეტაპობრივად გამოაქვეყნებს გასაუბრების განრიგს ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით.

დირექტორობის კანდიდატებს ვუსურვებთ წარმატებას!

mes.gov.ge

No comments:

Post a Comment