Tuesday, August 26, 2014

რა უნდა უთხრას ყველა დედამ და მამამ თავის შვილს

რა უნდა უთხრას ყველა დედამ და მამამ თავის შვილს
1. შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ
დაე იცოდეს, რომ ჭუჭყიანი ჭურჭელი და ელექტრონულ ფოსტაზე მოსული გზავნილი მოიცდის. უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ის ყველაზე მთავარია.

2. მენატრებოდი
20 წუთითაც თუ შორდებით ერთმანეთს, გადაეხვიეთ და ისე შეეგებეთ. აგრძნობინეთ, რამდენად ძლიერ მიისწრაფით მასთან სიახლოვისკენ.

3. ეს არასწორი იყო
უთხარით, როცა შეცდომას ჩაიდენს. დაეხმარეთ, გამოასწოროს, სწორი მიმართულება მიეცით. შეახსენეთ ხოლმე, რომ გიყვართ ის თავისი შეცდომებიანად.

4. ყველაფერი სწორად გააკეთე
თუ მართებული საქციელი ჩაიდინა, უნდა უჩვენოთ, რომ ამაყობთ მისით. თუ წააქეზებთ და წაახალისებთ, გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ჩაიდენს კარგ ქმედებებს.

5. შენ განსაკუთრებული ხარ
აჩვენეთ, როგორი სხვანაირი და განსაკუთრებულია. დაანახეთ თავისი გამორჩეული ხასიათის თვისებები, ასწავლეთ, სხვების ხასიათშიც გაერკვან. ეს სასარგებლო უნარია, რისთვისაც მომავალში მადლობას გეტყვით.

6. ტირილი ნორმალურია
წაახალისეთ შვილები, რომ არ დამალონ საკუთარი გრძნობები. ადამიანები მაშინ ტირიან, როცა მოწყენილნი არიან, სტკივათ, ან თუნდაც ბედნიერების დროს. მიეცით ნება, გაგიზიაროთ თავისი ემოციები.

7. შეიმშრალე ცრემლები
ხანდახან უნდა იცოდეს, რომ ცრემლები უნდა შეიშროს და გზა განაგრძოს. `თუ იმიტომ ტირით, რომ მზე გაქრა თქვენი ცხოვრებიდან, სასწრაფოდ შეიმშრალეთ ცრემლები, თორემ ისინი ვარსკვლავების დანახვაში შეგიშლიან ხელს~. აუხსენით პატარას ეს მარტივი ჭეშმარიტება.

8. შეგიძლია, დამეხმარო?
მნიშვნელოვანია, რომ შვილი გხედავდეთ როგორც ადამიანს, რომელსაც ბევრი საზრუნავი აქვს და ღელავს თავის ახლობელ ადამიანებზე. შეიძლება, თქვენი ჩვეილებრივი სისუსტეებიც დაინახოს. დაე ისწავლოს, შემოგთავაზოთ და გაგიწიოთ დახმარება.

9. დაგეხმარო?
ყოველთვის ჰკითხეთ, სანამ დაეხმარებით. დამოუკიდებლობა პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში იბადება. თუ თავს ვერ გაართმევს რაღაცას, ყოველთვის გაამხნევეთ და უჩვენეთ, როგორ არის სწორი.

10. "კარგი"
დღეში ერთხელ მაინც, როცა გთხოვთ, რაიმე გააკეთოთ მასთან ერთად, უთხარით "კარგი" ყოყმანის გარეშე და უარით ნუ გაისტუმრებთ.

11. არა
უნდა იცოდეს, რომ ყველაფერში არ ეთანხმებით. ეს არ უნდა იყოს დაღლილი, ჯიუტი ან გაღიზიანებული `არა~. აუცილებლად აუხსენით, რატომ პასუხობთ ასე.

12. ყოჩაღ!
თუ ბავშვმა ვერ გაართვა თავი ამოცანას, მაგრამ ეცადა, უნდა გაამხნევოთ. პატარა გამარჯვებებით იგება დიდი წარმატება, პატარა იმედგაცრუებებით კი – სასოწარკვეთა. მიეცით მეტი მოტივაცია, რომ წარმატებული იყოს.

13. იყავი კეთილი გარე სამყაროს მიმართ
ეს ხშირად ახსენეთ, რომ კარგი რამეები კარგ ადამიანებს შეემთხვევათ. კი, ეს სამყარო სასტიკია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც კეთილები და მოსიყვარულეები რჩებიან, უბედობას გაცილებით იოლად გადაიტანენ. შეუმსუბუქეთ შვილს მომავალი.

14. მაპატიე
აღიარეთ, როცა არ ხართ მართალი და პატიებაც სთხოვეთ. კარგ მაგალითს მისცემთ და უჩვენებთ, რომ როდესაც საჭიროა, უნდა დათმოს.

15. მეტი უამბეთ
დაუსვით შეკითხვები, თვალებში ჩახედეთ და ნამდვილად ეცადეთ მის გაგებას.

16. მიყვარხარ
ეს ხმამაღლა უთხარით, ყოველდღე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლების სიყვარული უანგაროა, უპირობო, შეუცვლელი და სამუდამო.
mshoblebi.ge

No comments:

Post a Comment