Tuesday, August 5, 2014

საჯარო მოხელეთა ატესტაციისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს

საჯარო მოხელეთა ატესტაციისთვის ”ნაეკი” სახელმწიფოს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს საჯარო მოხელეთა ატესტაციისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს
საჯარო მოხელეების ატესტაციისთვის ტესტირება შესაძლოა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს.

როგორც Aris.ge-განათლებას ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, საპროექტო წინადადება ცენტრს უკვე მზად აქვს.

"როგორც ვიცი სხვა ორგანიზაციებიც არიან მსურველები. თუმცა ჩვენ ფართომასშტაბიანი შეფასებებისა და გამოცდების ჩატარების ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და ვფქრობ ამ მხრივ კონკურენტი არ გვყავს. რაც შეეხება ფორმას, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება აბიტურიენტების გამოცდის მსგავსი. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერ საჯარო მოხელეს ერთი და იგივე კრიტერიუმები წავუყენოთ და ერთი და იგივე შეფასების სისტემა შევთვაზოთ. ჩვენი წინადადება მომხიბვლელი იმითაა, რომ ჩვენ ვთავაზობთ გლობალური სისტემის დანერგვას, ვიდრე ახლა აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის გადაწყვეტას - რომ ვიღაცას უბრალოდ აკრედიტაცია სჭირდება,"– განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისი განმარტებით, ცენტრი საჯარო მოხელეთა მონაცემთა ბაზის შექმნას გეგმავს.

"პირმა რომელმაც იცის, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა უნდა, მოვა ჩვენთან, გაივლის ტესტირებას, აიღებს ჩვენგან საბუთს და როდესაც ვაკანსია გამოჩნდება ამა თუ იმ უწყებაში საკუთარ მონაცემებს გააგზავნის. ამ პიროვნებას პირველი ეტაპი უკვე გავლილი ექნება და დამსაქმებელს მისით დაინტერესების შემთხვევაში, შეეძლება, რომ ყურადღება დამატებით დეტალებზე გაამახვილოს. ანუ აპლიკანტი აღარ იქნება ჩასაფრებული სად გამოჩნდება ვაკანსია, რომ გაიქცეს ხან ერთ უწყებაში გაიაროს ტესტირება, ხან მეორეში. მისი მონაცემები ბაზაში იქნება და ყველა უწყებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი წინადადებაა,"– განუცხადა Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment