Monday, October 6, 2014

ვეტერანთა შვილები მაგისტრატურაში უფასოდ ისწავლიან


ვეტერანთა შვილები მაგისტრატურაში უფასოდ ისწავლიან ვეტერანთა შვილებს ამიერიდან შესაძლებლობა აქვთ, მაგისტრატურაში უფასოდ ისწავლონ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 30-მდე აპლიკანტისთვის სპეციალური სტიპენდიები გამოყო. ამისთვის მსურველებმა მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით სამინისტროში განცხადება უნდა დაწერონ და ვეტერანის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა დაურთონ. 
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, განათლების სამინისტრო სამომავლოდ ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის რამდენიმე პროექტს გეგმავს.
ipn.ge

No comments:

Post a Comment