Monday, October 13, 2014

პედაგოგთა ხელფასები 2015 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება

პედაგოგთა ხელფასები 2015 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდებაპედაგოგთა ხელფასები სავარაუდოდ, 2015 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, პარლამენტში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, გაიზრდება საბაზო საფეხურზე არსებული ხელფასიც, თუმცა პედაგოგთა ხელფასები ძირითადად რანჟირებული იქნება.

"უახლოეს მომავალში პედაგოგთა სქემა ამოქმედდება. საკითხი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ამ დღეებში გავა. ნოემბრის თვეში ზუსტად გვეცოდინება, რა დამატებითი რესურსი იქნება საჭირო ხელფასების მატებისთვის. აუცილებლად მოხდება რანჟირება პედაგოგთა კვალიფიკაციების მიხედვით, თუმცა ხელფასის მატება შეეხება საბაზო საფეხურსაც. ვვარაუდობთ, რომ პედაგოგებს ხელფასები პირველი იანვრიდან მოემატებათ,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მინისტრის თქმით, მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა 2015 წლის გარდა, 2016 და 2017 წლებშიც არის დაგეგმილი.

ეკა არის© წივწივაძე

No comments:

Post a Comment