Friday, October 10, 2014

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე ცვლილება განხორციელდა "სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის" №227 ბრძანებაში, რომლის თანახმად,


  • 2014-2015 სასწავლო წლისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ერთი სამაგისტრო პროგრამიდან სხვა სამაგისტრო პროგრამაზე გადაანაცვლოს სამაგისტრო პროგრამებზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა რაოდენობის 10%-ის ფარგლებში, რომლებმაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ამასთან, გადანაცვლებული ადგილების შედეგად მიღებული საერთო რაოდენობა, არ უნდა აღემატებოდეს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა რაოდენობას, რომლებმაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს დასაბუთებული ინფორმაცია, სამაგისტრო პროგრამებზე განსაზღვრული ადგილების დეტალური გადანაწილების, ასევე შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსის არსებობის თაობაზე.
  • 2014-2015 სასწავლო წლისთვის, იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც 13 ოქტომბრამდე იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
  • საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.
  • ზემოაღნიშნული წესით, შესაძლებელია ჩაირიცხოს მაგისტრანტობის ის კანდიდატიც, რომელმაც განაცხადი გააკეთა იმ სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის განხორციელების უფლებაც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მოიპოვა 2014 წლის 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე.

No comments:

Post a Comment