Tuesday, August 28, 2018

პირველ კლასში, გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ ბავშვების ფიზიკური აქტივობა სავალდებულო ხდება

პირველ კლასში აუცილებელია გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მასწავლებელმა ბავშვები ფიზიკური აქტივობით გაავარჯიშოს, რადგან პირველკლასელებს განსაკუთრებით უჭირთ დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა, ამიტომ მათთვის განსხვავებული ფორმის აქტივობების შეთავაზება აუცილებელია, - ამის შესახებ "ინტერპრსენიუსთან" ინტერვიუში განცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ.
ასევე ცნობილია, რომ გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდება. საჯარო სკოლაში III- XII კლასებში გაკვეთილების ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება; პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთით განისაზღვრა; მეორე კლასელ მოსწავლეებს გაკვეთილზე ჯდომა 40 წუთის განმავლობაში მოუწევთ.
გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში.
იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე.
განათლების სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ზოგიერთ სკოლაში ორი კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment