Tuesday, August 28, 2018

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ისევ გადაიდო


2016-2017 სასწავლო წლის სკოლადამთავრებული წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემა ისევ გადაიდო. მათ, ვინც სკოლა შარშან წარჩინებით დაასრულა, ოქროსა და ვერცხლის მედლები სექტემბერში უნდა დარიგებოდათ, თუმცა, მედლების დარიგების პროცესი გარკვეული ხარვეზების გამო გადაიდო. ინფორმაციას edu.aris.ge-ი ავრცელებს.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ჩიქობავას ინფორმაციით, მედლების შემოწმებისას ხარვეზი დაფიქსირდა, მათ შორის ვიზუალური დეფექტები, რომლის გამოსასწორებლად ორგანიზაციას ვადა სექტემბრის ბოლომდე აქვს.
„დაზიანებულ მედლებზე კომპანიამ კიდევ ერთი შეკვეთა გააკეთა. ვფიქრობ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის ყველა ეს ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება და, სავარაუდოდ, ოქტომბერში უკვე დაურიგდებათ მედლები ამ მოსწავლეებს“,- განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.
imedeinews.ge

No comments:

Post a Comment