Tuesday, August 28, 2018

ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალზე სამედიცინო დახმარება 253 მონაწილეს დასჭირდა, 27 კლინიკაში გადაიყვანეს


ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან კლინიკებში 27 ადამიანი გადაიყვანეს,- ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალზე მედპერსონალი 253 პირს მოემსახურა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 78 გამოძახება შეასრულა, ამათგან 53 პირს ზოგადი ჩივილები აღენიშნებოდა. 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში      

მათივე ინფორმაციით, 25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, რომელთაგან 11 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, საერთო ჯამში კლინიკაში 27 ადამიანი გადაიყვანეს. ამ დროისთვის, საავადმყოფოდან ყველა პაციენტი გაწერილია.
ფესტივალის გახსნიდან მის დასრულებამდე, ადგილზე იყო სასწრაფო დახმარების 5 ეკიპაჟი, სამედიცინო დახმარების 3 პუნქტი, 2 რეანომობილი და 5 ქვეითი პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
25 აგვისტოს ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდა გარდაიცვალა.  ექიმის ცნობით, გარდაცვლილ კაცს უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.
26 აგვისტოს, შსს-მ ანაკლიაში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე 3 ირანელი დააკავა.  ამავე ბრალდებით, 25 აგვისტოს ირანის 2 მოქალაქე დააკავეს.
ანაკლიაში Echowaves ფესტივალი 24 აგვისტოს გაიხსნა და 26 აგვისტოს დასრულდა. ფესტივალის ბოლო დღეს მსმენელის წინაშე მსოფლიოში ცნობილი სამხრეთაფრიკული, ელექტრონულ რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ დუეტი Die Antwoord-ი წარდგა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment