Friday, August 31, 2018

სექტემბრიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

2018 წლის სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეების შემოწმება მეტალოდეტექტორის გამოყენებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სსიპ მანდატურის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე გოგონებსა და ბიჭებს შესაბამისად, იგივე სქესის მანდატურები შეამოწმებენ. 

უფრო კონკრეტულად, „ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2018 წლის 15 სექტემბრიდან შემოდის ტერმინი „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება“, რაც გულისხმობს - იმავე სქესის მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენებით ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერებას მეტალოდეტექტორის გამოყენებით".

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში       

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად:„სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.“ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და სკოლის თანამშრომლის ინიციატივით“, - ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი   

სსიპ მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს აგრეთვე სკოლის თანამშრომელი. 

„კოლექტიური უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დაუშვებელია. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა“, - აცხადებენ სსიპ მანდარტურის სამსახურში.

მათივე განმარტებით, თუ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს ან საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს.

„უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურმა ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულმა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოსწავლე უნდა გააფრთხილოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ. თუ მოსწავლე წარმოადგენს ან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს იმგვარ, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს/საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს. აღმოჩენილ ნივთს/საგანს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მოსწავლის მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით“, - აცხადებენ მანდატურის სამსახურში.
ipn.ge

No comments:

Post a Comment