კინოკომპანია Universal-ის მიმდინარე წლის ყველაზე მსხვილმასშტაბიანმა პროდუქტმა Jurassic World: Fallen Kingdom-მა მსოფლიო კინოეკრანებზე გამოსვლიდან 15 დღეში მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო და გახდა მიმდინარე წელს მესამე ფილმი, რომელმაც ეს მოახერხა. 1,01 მილიარდის შემოსავლით ის მსოფლიო კინოინდუსტრიის არსებობის განმავლობაში რიგით 35-ე ფილმი გახდა, რომელმაც მილიარდიანი ნიშნული გადალახა.
აღსანიშნავია, რომ ეს ფილმი მისი წინამორბედისგან განსხვავებით ნაკლებად შემოსავლიანი აღმოჩნდა აშშ-ის მასშტაბით, ვინაიდან გამოსვლიდან მე-15 დღეს ამ ფილმს ამერიკაში მხოლოდ 313,867,665 სალარო აქვს, მაშინ როცა ამავე დროის მონაკვეთში 2015 წელს გამოსულ „იურული სამყარო-ს“ 460,533,660-ის სალარო ჰქონდა. თუმცა ამერიკის გარდა, ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობს დანარჩენ მსოფლიოში და მას უკვე აქვს 700 მილიონის შემოსავალი მიღებული.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის რეიტინგში პირველ ადგილზე 2,03 მილიარდით „დისნეის“ „შურისმაძიებლები: უსასრულო ომი-ა“, ხოლო მეორეზე ასევე „დისნეის“ „შავი პანტერა“ 1,3 მილიარდით.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment