Wednesday, July 11, 2018

შსს მესტიაში 23 წლის ბიჭის მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიაში 23 წლის ბიჭის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლუკა ფალიანს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ფალიანი ცივი იარაღით დაჭრეს. 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლ.ფ. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - წერია შსს-ს განცხადებაში. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment