Thursday, July 5, 2018

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში სკოლა დახურვის საფრთხის წინაშეა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქერეს სკოლა ინგრევა. ამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება დაუშვებელია. თავად სკოლის დირექტორი შოთა ფინდიშვილი ამბობს, რომ თუ სკოლის შენობა დროულად არ შეკეთდა, შესაძლოა, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.
დახმარებას სოფელ ქერეს მოსახლეობაც ითხოვს და ამბობენ, რომ შენობაში წვიმის დროს წყალი ჩადის, დაბზარულია კედლები. მათი თქმით, ახალ სასწავლო წელს ისინი შვილების ამ სკოლაში გაგზავნას არ აპირებენ. ამის გამო კი შესაძლოა სკოლა დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. 
ქერელები ადგილობრივ ხელისუფლებას და განათლების სამინისტროსაც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ უწყებამ ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა სკოლის შენობების მოწესრიგება, თუმცა თვითმმართველობას არავინ აკონტროლებს. 
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს ქერეში მდებარე სკოლა სარეაბილიტაციო გრაფიკში უზის და ის შეაკეთებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment