Sunday, July 1, 2018

რუსეთის არმია: სირიაში ჩვენს საჰაერო ბაზასთან ამოუცნობი საფრენი აპარატები ჩამოვაგდეთ

რუსეთის არმიის ინფორმაციის თანახმად, მათ ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს თავიანთი სამხედრო-საჰაერო ბაზის, ჰმეიმის მახლობლად, სირიის დასავლეთში. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
პირველ ივლისს გავრცელდა ცნობა სამხედრო ბაზის წარმომადგენლის ნათქვამზე დაყრდნობით, რომ ანტისაზენიტო იარაღის მიერ განადგურებულია ყველა აპარატი. ამავე ინფორმაციით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა და არც ბაზა დაზარალებულა.
უპილოტო აპარატებით ეს თავდასხმა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე არ იყო პირველი. მსგავსი შემთხვევები მოხდა მაისში და იანვარში. ჰმეიმის ბაზა სირიაში რუსეთის სამხედრო ქმედებების მთავარი კვანძია. რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს 2015 წლის შემდეგ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment