Wednesday, July 11, 2018

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 60 მილიონი ლარი ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 70 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.450 პროცენტით, მაქსიმალური 7.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.465 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.500 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.კიდევ ერთი აუქციონი გაიმარტა დღეს. ამჯერად ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.320 პროცენტით, მაქსიმალური 7.380 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.362 პროცენტით განისაზღვრა
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment