Wednesday, July 11, 2018

მაიკლ ჯექსონის მამას შვილის დასაჭურისებაში დასდეს ბრალი

ტაბლოიდური გამოცემა The Sun-ის ცნობით, მაიკლ ჯექსონის ყოფილმა ექიმმა კონრად მიურეიმ პოპ მომღერლის მამას ჯოზეფ ჯექსონს შვილის ქიმიურ კასტრაციაში დასდო ბრალი. მისი თქმით, უფროსმა ჯექსონმა ეს იმისთვის გააკეთა, რომ მაიკლს წვრილი, მაღალი ხმა დარჩენოდა. 
მიურეის თქმით, ჯოზეფი საკუთარი შვილების მიმართ მკაცრი იყო. "ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მამაა", - აღნიშნა ექიმმა. 
ჯოზეფ ჯექსონი მაიკლის მუსიკალური პროდიუსერი იყო. ის 27 ივნისს 89 წლისა გარდაიცვალა. მას 10 შვილი ჰყავდა. მათგან ცხრა წარმატებული მუსიკოსი გახდა, ხოლო ერთი ბავშვობაში დაიღუპა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment