განათლების მინისტრის მოადგილის თემურ მურღულიას განცხადებით, ამ ეტაპზე კონდიციონერები 5 ცენტრში მონტაჟდება, 6 ივლისიდან კი, როდესაც ეროვნული გამოცდების შუა დღის სესიები დაიწყება, ყველა საგამოცდო ცენტრი გაგრილების სისტემით უზრუნველყოფილი იქნება.
"ჩვენი ამოცანაა საქართველოს ყველა საგამოცდო ცენტრში პარასკევამდე კონდიციონერები იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმას 100%-ით თუ არა, მაქსიმალურად მივუახლოვდებით. ახლა ვენტილატორები ყველგან აყენია, საუბარია კონდიციონერების მონტაჟზე. არის ასევე ტექნიკური პრობლემებიც: ქუთაისის პირველი სკოლა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და იქ გარედან კონდიციონერის დაყენება სრულიად გამორიცხულია. შიდა კონდიცირება ანუ მობილური სისტემები იქნება ასეთ შემთხვევაში",- განაცხადა მურღულიამ.
საერთო ჯამში, განათლების სამინისტრომ კონდიციონერების შესაძენად შესყიდვების სააგენტოში 2 მილიონი ლარის მოთხოვნა წარადგინა. რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებთან სკამების განთავსებას, მურღულია აცხადებს, რომ ამაში სახელწიფოს ფული არ გადაუხდია.
2 ივლისს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან შესაძლოა ეროვნული გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდეს.
29 ივნისს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა.
იმავე დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment