Saturday, July 7, 2018

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 48-ს გადააჭარბა. ამის შესახებ Kyodo News-ი წერს
ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 50-ზე მეტი ადამიანი. კიოდოს პრეფექტურის ქალაქ მაიძურაში წყალდიდობის გამო 3700 ადამიანი კომუნიკაციის გარეშეა დარჩენილი. წყლის დონე საცხოვრებელი სახლების მეორე სართულებამდე აღწევს. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰიროსიმასა და ოკამას რეგიონები დააზარალა. ძლიერი წვიმების გამო სამხრეთ-დასავლეით მდებარე რეგიონებში მეწყერიც ჩამოწვა. 
სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 48 ათასი სამხედრო, პოლიციელი და მეხანძრეა ჩართული.
მეოტეოროლოგები უამინდობას მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვარაუდობენ. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment