Saturday, July 7, 2018

კემეროვოში დააკავეს მეხანძრე, რომელიც სავაჭრო ცენტრის ჩასაქრობად პირველი მივიდა

რუსეთის ქალაქ კემეროვოში მეხანძრე ანდრეი ბურსინი დააკავეს, რომელიც თავის დანაყოფთან ერთად, ცეცხლმოკიდებულ სავაჭრო ცენტრთან "ზიმნაია ვიშნია" პირველი მივიდა. ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს.
ბურსინინს გულგრილობაში სდებენ ბრალს. გამოძიების აზრით, მან არ დააორგანიზა სამაშველო ოპერაცია სათანადოდ, კერძოდ არ ჩაატარა წინასწარი დაზვერვა. სამართალდამცველების თქმით, ამან ბევრი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 
25 მარტს რუსეთში, ქალაქ კემეროვოში ხანძრის დროს დადასტურებული ინფორმაციით 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 40 ბავშვია.  ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია და ქვეყანაში ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment