Monday, July 9, 2018

რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო - ტიროდა და ვესროლეო..." - რას ყვებიან სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულზე ხადას ხეობის ბინადრები

ხა­დას ხე­ო­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმრი­სა და მათი 4 წლის ვა­ჟის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან.
"იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 19 წლის მწყემ­სი, რო­მე­ლიც შემ­ზა­რავ მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოყ­ვა.
სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, მას შემ­დეგ რაც მწყემსმა სმი­ტე­ბის ოჯა­ხი ჩანჩქე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­იყ­ვა­ნა, რა­ი­ან სმიტ­სა და 19 წლის მწყემსს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, შემ­დეგ ქალი მოკ­ლა, ბო­ლოს კი 4 წლის ბავ­შვი.
ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას შემ­დეგ რაც მწყემსმა ცხედ­რე­ბი გა­და­მა­ლა, და­რე­კა ხა­დას ხე­ო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად და გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვა და ახ­ლოს ვერ მი­დი­ო­და, რად­გან ცხედ­რის ეში­ნო­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლი მწყემ­სი თა­ვად­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­ნარ­ჩე­ნი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ძებ­ნის პრო­ცეს­ში.
ტა­რი­ელ ზა­ქა­ი­ძე, ხა­დას ხე­ო­ბის მკვიდ­რი: "ჩვენც გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცით. ასე­თი მა­ნი­ა­კი თუ გვყავ­და აქ, არ ვი­ცო­დით. ბავ­შვე­ბი გვყავს აქ და ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა ასე­თი არც მე­ცხვა­რე, არც სახ­ლში, არც გა­რეთ... ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნორ­მა­ლუ­რი ბავ­შვია, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი... ია­რა­ღი ქო­ნია, თა­ვი­სი ია­რა­ღით აქვს ნას­რო­ლი. მე მი­ვიყ­ვა­ნე იქამ­დეო, თვი­თონ აღი­ა­რებს, რომ გა­ა­კე­თა და რა მიზ­ნით, არა­ვინ იცის. თქვაო, რომ ბავ­შვი და­მარ­ხაო.
"უთ­ქვამს თოფი ვეს­რო­ლეო, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დაო... ცოლი გა­და­ვურ­ჩი­ნე, კლდი­დან ვარ­დე­ბო­და, სუ­რა­თებს რომ იღებ­დნე­ნო, მი­ვეშ­ვე­ლე ქალს და კაც­მა და­მარ­ტყაო. ვი­თომ თავს იმარ­თლებს, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დაო. რომ კი­თხეს ბავ­შვმა რა და­გი­შა­ვაო, ტი­რო­და და მა რას ვი­ზამ­დი, იმა­საც ვეს­რო­ლეო - აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. ამ­ბობს, რომ მარ­ტო­კა იყო" - ყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ქალი "იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში.დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის მე­რის ნუგ­ზარ სეხ­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, მწყემსმა თა­ვად აჩ­ვე­ნა მაშ­ვე­ლებს ის ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შვის ცხე­და­რი ჰქონ­და გა­და­მა­ლუ­ლი
“ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვემ ანა­ხა მაშ­ვე­ლებს ის ად­გი­ლი, სა­დაც ბავ­შვი ჰყავ­და გა­და­მა­ლუ­ლი. ჩანჩქე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო სა­ვა­რა­უ­დოდ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვანს თოფი აქვს ნას­რო­ლი. კონ­ფლიქ­ტი მო­ზარ­დის მშო­ბელ­სა და მწყემსს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ მოხ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, თოფი ეს­რო­ლა. ეს არის ვერ­სია. მწყემ­სი და­კა­ვე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სეხ­ნი­აშ­ვილ­მა.
6 ივ­ლისს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმა­რი რა­ი­ან და ლორა სმი­ტე­ბი, 4 წლის ვაჟ­თან ერ­თად, დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მათი ძებ­ნა იმა­ვე დღეს, 112-ში შე­ტყო­ბი­ნე­ბის შეს­ვლის­თა­ნა­ვე, და­ი­წყეს.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნულ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 14:00 სა­ათ­ზე სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გია და­ნიშ­ნუ­ლი.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment