Thursday, March 3, 2016

გერმანული სკოლის მშენებლობა იწყება


2016 წელს საქართველოში გერმანული საერთაშორისო სკოლის მშენებლობა დაიწყება. 
გერმანიის ფედერალური მთავრობა აღნიშნულ პროექტში 4 500 000 ლარის ინვესტიციას დებს. 
სკოლა ბაგებში აშენდება. ტერიტორია საქართველოს მთავრობამ სკოლას სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად 2014 წელს გადასცა. 
გერმანული საერთაშორისო სკოლა საქართველოში 2010 წელს დაარსდა. შენობა, რომელიც სკოლის საკუთრება არ არის, სიმცირის გამო, სასურველი რაოდენობის მოსწავლეებს ვერ იღებს. 
გერმანიის ელჩმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლება დღეს მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.
http://1tv.ge/

No comments:

Post a Comment