Friday, March 4, 2016

ინფორმაცია 2016 წლის ზამთარში ჩატარებული საგნის გამოცდაზე ზედმეტად/შეცდომით გადახდილი აპელაციის საფასურისა და საგამოცდო ტესტის შეფასების ცვლილების შემთხვევაში, აპელაციის განხილვის საფასურის დაბრუნების თაობაზე

2016 წლის ზამთარში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე.

განაცხადების მიღება წარმოებს 2016 წლის 7 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით.


ქ.თბილისში - მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე.

რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხ. განაცხადის ფორმა


გაითვალისწინეთ!

იმ შემთხვევაში თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
naec.ge

No comments:

Post a Comment