Friday, August 23, 2019

ესპანეთში დააკავეს კაცი, რომელმაც 555 ქალს ფარულად ინტიმური ხასიათის ვიდეოები გადაუღო

მადრიდის პოლიციამ დააკავა 53 წლის კაცი, რომელსაც უნებართვოდ 555 ქალს ინტიმური ხასიათის ვიდეოები გადაუღო და პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე განათავსა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთი მსხვერპლს ფარულად უღებდა ვიდეოს. გამოძიების მტკიცებით, საერთო ჯამში ეჭვმიტანილმა 555 ქალის, მათ შორის არასრულწლოვნების მონაწილეობით 283 ვიდეო გადაიღო და ინტერნეტში მილიონობით ნახვა დააგროვა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული - კოლუმბიის მოქალაქე ვიდეოებს ძირითად მეტროსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში იღებდა და დღეში დაახლოებით ხუთი ქალის ჩაწერას ასწრებდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment