Friday, August 23, 2019

Euronews-ი: დედამიწაზე ჟირაფები ქრებიან

ჟენევაში, მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ცხოველების იშვიათი ჯიშების დაცვას ეხება, გადაწყდა, რომ ველურ ბუნებაში ჟირაფები დაიცვან, ამის შესახებeuronews-ი წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გამოცემის ცნობით, შესაძლოა ჟირაფის ხორცის, ძვლის და ტყავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდეს. საბოლოო ვერდიქტი ამ საკითხზე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რის შემდეგაც გაეროს კონვენციაში ცვლილება შევა. 
„ჟირაფები დედამიწაზე თანდათან ქრებიან. პლანეტაზე სულ 100 000 ჟირაფი ბინადრობს, აქედან 70 000 აფრიკაშია“, - ამბობს ბუნების საერთაშორისო დამცველი ფრედ ბერკოვიჩი. 
მსოფლიოში ჟირაფების შემცირების შესახებ განცხადება ჟენევაში მიმდინარე მსოფლიო კონფერენციაზე 6-მა აფრიკულმა ქვეყანამ გააკეთა. მათი სტატისტიკით ბოლო 30 წლის განმავლობაში ჟირაფების გამრავლება 30-40%-ით შემცირდა. მიზეზი ბრაკონიერები და ეკოლოგიური პრობლემებია. 
1990 წლიდან 2018 წლამდე მსოფლიოში ჟირაფების რაოდენობამ 40%-ით იკლო. ამის შესახებ Foxnews-ი წერს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment