Tuesday, August 20, 2019

ეშპირიტო სანტუ VAR-ზე: “მალე გოლის აღნიშვნისაც შეგვეშინდება”

“ვულვერჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“კარგი მატჩი შედგა. პირველ ნახევარში “მანჩესტერ იუნაიტედი” დომინირებდა, თუმცა შემდეგ მატჩის შემოტრიალება შევძელით. ფეხბურთელებმა ჩემ დავალებებს თავი ბრწყინვალედ გაართვეს.
სანამ VAR ჩვენ მიერ გატანილ გოლს ამოწმებდა, ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ბედნიერები დავრჩებოდით. ნამდვილად არ ვიცი, თუ როგორ უნდა აღმოიფრხვეს ეს პრობლემა.
ემოციები ყველაზე ღირებულია. გოლს აღნიშნავ და შემდეგ სიჩუმე ვარდება მოედანზე. ნუ წაართმევთ ხალხს ემოციებს. მალე გოლის აღნიშვნისაც შეგვეშინდება. ეს პრობლემა მოკლე პერიოდში უნდა გადაიჭრას,” – აცხადებს “ვულვზის” თავკაცი.
fanebi.com

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment