Wednesday, August 21, 2019

"ასეთი "გართობის" მსხვერპლი, გამოუცდელი ახალგაზრდები არიან" - გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლით გარდაცვლილი ბიჭი და რისკები გართობის სეზონზე

გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­წამ­ვლის შე­დე­გად ბა­თუმ­ში 22 წლის ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა. 19 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას კლი­ნი­კა "მედ ცენ­ტრში" სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ორი გო­გო­ნა და ერთი ბიჭი შე­იყ­ვა­ნა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს და­უს­ვეს დი­აგ­ნო­ზი: და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სუბსტან­ცი­ის ტოქ­სი­უ­რი ეფექ­ტი. გო­გო­ნე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მა­ლე­ვე გა­წერს, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის გა­დარ­ჩე­ნა კი ვერ მო­ხერ­ხდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი გულ­სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა გახ­და. შსს- მ საქ­მე სსკ-ის 115-ე მუხ­ლით აღ­ძრა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქ­ტე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა ზა­ფხულ­ში - დას­ვე­ნე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის სე­ზონ­ზე. წინა წლებ­ში რამ­დე­ნი­მე სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვა მოხ­და, როცა ასე­ვე და­უდ­გე­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით, სა­ზღვაო კუ­რორ­ტებ­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გა­სულ წელს, ანაკ­ლი­ა­ში, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლის დროს კლი­ნი­კებ­ში 27 პი­რი გა­და­იყ­ვა­ნეს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 25 შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ტოქ­სი­კა­ცია და­ფიქ­სირ­და.
რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბახ­მა­რო­ში გა­მარ­თუ­ლი Sunset Fest-ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა, თუ რო­გორ გა­და­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­ზარ­დე­ბი სას­წრა­ფო დამ­ხმა­რე­ბის ბრი­გა­დებ­მა ფეს­ტი­ვა­ლი­დან:
"2 ბავ­შვი გა­ას­ვე­ნეს ამ წამს ცო­ცხალ-მკვდა­რი ფეს­ტი­ვა­ლი­დან, ცი­ვე­ბი და თით­ქმის აღარ მსუნ­თქა­ვე­ბი. აი, ბიჭო ამ­ნა­ი­რი გარ­თო­ბის დე­დაც, ოთხჯერ რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს ბიო... ტრა­გი­კო­მე­დი­აა აქა­უ­რო­ბა, მუ­სი­კა, როკ­ვა და და­ცე­მუ­ლი ბავ­შვე­ბი, ისევ ბავ­შვე­ბი რომ უვ­ლი­ან და მი­ას­ვე­ნე­ბენ. არც ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, არა­ფე­რი. 1 გო­გო­ნა და 1 ბიჭი ათი წუ­თის შუ­ა­ლე­დით გა­ი­თიშ­ნენ და წა­ი­ღეს..." - წერს თორ­ნი­კე, რო­მე­ლიც Sunset Fest-ს ეს­წრე­ბო­და.
ექ­სპერ­ტე­ბი პრობ­ლე­მის მას­შტა­ბუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და სწო­რი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას მო­ი­თხო­ვენ, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც პრე­ვენ­ცი­ა­ზე, ისე ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე.
AMBEBI.GE ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლეს, პრო­ფე­სორ ხა­თუ­ნა თო­და­ძეს ესა­უბ­რა:
„მთელ მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი. ხში­რად ეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იმ ტი­პი­საა, რომ­ლე­ბიც უფრო მე­ტად ხელს უწყობს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის აწე­ვა­სა და აქ­ტი­ვო­ბას და არა პა­სი­ურ სი­ა­მოვ­ნე­ბას. ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მა­ინც მა­რი­ხუ­ა­ნა, ექ­სტა­ზის ტი­პის ნარ­კო­ტი­კე­ბი და სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბია - ქი­მი­უ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი აბე­ბი­სა და ხსნა­რე­ბის სა­ხით.
სამ­წუ­ხა­როდ, მომ­ხმა­რე­ბელ­მა ძა­ლი­ან ხში­რად არ იცის რა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებს და რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს იმ ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბამ, რო­მელ­საც მო­იხ­მარს. ხში­რია სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­რე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი, ისი­ნი აძ­ლი­ე­რე­ბენ მოქ­მე­დე­ბას და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ის ბლო­კი­რე­ბა, რაც თა­ვის მხრივ იწ­ვევს სიკ­ვდილს. ასე­თი "გარ­თო­ბის" მსხვერ­პლნი ხში­რად არი­ან გა­მო­უც­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი.
ეუბ­ნე­ბი­ან რომ ხუთ წუთ­ში და­გე­წყე­ბა მოქ­მე­დე­ბა, ათ წუთ­ში და რომ ვერ გრძნო­ბენ მოქ­მე­დე­ბას, ამა­ტე­ბენ და მერე ერ­თი­ა­ნად ხდე­ბა მოქ­მე­დე­ბა...
პირ­ველ რიგ­ში, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კა, მაგ­რამ ეს უნდა და­ი­წყოს გა­ცი­ლე­ბით ადრე - სკო­ლის ასაკ­ში, სტუ­დენ­ტო­ბი­სას და ა.შ. მო­ზარდს არ უნდა გა­უჩ­ნდეს სურ­ვი­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გაქ­ცე­ვის. სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბია, რო­მელ­ბიც ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობს. წლი­დან წლამ­დე ას­წავ­ლი­ან ახალ­გაზ­რდებს მთელ რიგ უნარ-ჩვე­ვებს, რო­გორ აი­ღონ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არ წა­მო­ე­გონ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე თუ მას არ უნდა - ის­წავ­ლონ არას თქმა.
ასე­ვე, მო­ზარ­დებს უნდა ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს ნარ­კო­ტიკ­მა და ა.შ. ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი კონ­ტრო­ლი შე­უძ­ლე­ბებ­ლია, ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იმუ­შა­ოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზეც. მა­გა­ლი­თად ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­წყო­ბი­ლია ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კლუ­ბებ­ში. იქ ხდე­ბა ნარ­კო­ტი­კის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა, რაც იცავს მომ­ხმა­რე­ბელს ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გის­გან" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ხა­თუ­ნა თო­და­ძემ.
"თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის გახ­ში­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე პო­ლი­ცი­ის და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აყე­ნე­ბენ.
და­ვით სუ­ბე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ა­ტა­როს ძლი­ე­რი სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი:
„უნდა არ­სე­ბობ­დეს ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მოწ­მე­ბის სის­ტე­მა, ვი­ნა­ი­დან ბა­ზა­რი არის შავი და არ ხდე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც და­ი­ცავ­და მომ­ხმა­რე­ბელს. ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე და კლუ­ბებ­ში უნდა მოხ­დეს ისე­თი სის­ტე­მე­ბის და­ნერგვა, რაც კარ­გად არის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ევ­რუ­პულ ქვეყ­ნებ­ში. უნდა მის­ცენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლებ­მაც იცი­ან ეს საქ­მე და აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და მის­ცენ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.
მე რომ ვარ მი­ნის­ტრი გა­ხა­რია და ვხე­დავ ხალ­ხი მიკ­ვდე­ბა და აკ­რძალ­ვა არ ჭრის ხომ, უნდა და­ვუშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი, მივ­ცე სა­შუ­ა­ლე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ იმუ­შა­ონ, და­ად­გი­ნონ ნარ­კო­ტი­კის შე­მად­გენ­ლო­ბა. არ­სე­ბობს აპა­რა­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იქვე, 15 წამ­ში იძ­ლე­ვა პა­სუხს.
თუმ­ცა, მთა­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა ის, რომ სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შე­ი­მუ­შა­ოს სის­ტე­მა­ტუ­რი მიდ­გო­მა კონ­კრე­ტუ­ლად ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე. ჩვენ ვმუ­შა­ობთ კვლე­ვა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 100 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბის­გან. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ არ არ­სე­ბობს სრულ­ფო­ფი­ლი სტა­ტის­ტი­კა, აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბა ასე­თი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის. კომ­პლექ­სუ­რი რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რომ შემ­ცირ­დეს ზი­ა­ნი" - ამ­ბობს სუ­ბე­ლი­ა­ნი და იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს იღე­ბენ, გაფრ­თხი­ლე­ბებს აძ­ლევს:
  • არ აუ­რი­ონ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით არ აუ­რი­ონ ალ­კოჰოლ­თან
  • არ და­ლი­ონ ბევ­რი წყა­ლი, რად­გან ეს აუ­ცი­ლებ­ლად იწ­ვევს სიკ­ვდილს (არ­სე­ბობს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გო­გო­ნას უთხრეს, რომ გა­და­ხუ­რე­ბის­გან და­სა­ცა­ვად ბევ­რი წყა­ლი და­ე­ლია. გო­გო­ნას მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და MDMA და გარ­და­იც­ვა­ლა, რად­გან და­ე­წყო ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა.
  • ორ­გა­ნიზ­მი არ უნდა გა­და­ხურ­დეს, შე­ის­ვე­ნონ!
  • ეცა­დონ, რომ ფხი­ზე­ლი მე­გო­ბა­რი ყავ­დეთ გვერ­დით, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იზ­რუ­ნებს მათ­ზე
  • უნდა იცოდ­ნენ, რომ 112-ზე და­რეკ­ვა შე­იძ­ლე­ბა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას­თან ერ­თად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არ მოვ­ლენ
  • ambebi.ge

No comments:

Post a Comment