Tuesday, August 20, 2019

კაჭრეთში ტყე იწვის

კახეთში,სოფელ კაჭრეთში ტყეში ხანძარია. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტყის ქვედა საფარი, ნამკალი და საძოვარი იწვის. 
მობილიზებულია კაჭრეთისა და გურჯაანის 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი, ასევე სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ეხმარებიან, ჯამში 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველია მობილიზებული. სამაშველო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უწყების ცნობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment