Friday, August 23, 2019

ამერიკელი ფერმერები კანაფის მოყვანაზე დიდ იმედებს ამყარებენ

კანაფის მოყვანამ კენტუკის შტატის ფერმერები გაკოტრებისაგან უნდა იხსნას. ამის შესახებ სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო ომების გამო ხორბლის გაყიდვები შემცირდა, თამბაქო კი ძველი პოპულარობით აღარ სარგებლობს. ამიტომ ანალიტიკოსები ფერმერებს კანაფის მოყვანას ურჩევენ. 
Financial Times-ის ცნობით კანაფის ბაზრის მოცულობამ 2018 წელს $ 1.9 მილიარდს მიაღწია. თუ ამ კულტურაზე მოთხოვნის ზრდა ისეთივე აქტიური იქნება, როგორც მარიხუანაზე, რომელიც ზოგ შტატში ლეგალიზებულია, 5 წელში გაყიდვების მოცულობა $20 მილიარდამდე გაიზრდება. თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ სფეროს აქტიური განვითარებისთვის ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაა საჭირო. 
პირველი მსხვილი კომპანია, რომელმაც კანაფის წარმოებით სუფთა მოგება მიიღო კანადური Aphria გახდა. 2019 წლის ივნისისთვის მისმა შემოსავალმა $ 12 მილიონი შეადგინა, რამაც ანალიტიკოსების მაქსიმალურ მოლოდინს გადააჭარბა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

1 comment:

  1. Slots & Casinos - Lucky Club
    With a huge selection of slots and other casino luckyclub.live games from the best providers, we know our customers have a wide range of fun games to choose from. Read more about

    ReplyDelete