Friday, August 23, 2019

კონორ მაკგრეგორს ხაბიბთან რევანშის აღება სურს

კონორ მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანშის აღება სურს. ამის შესახებ შერეულ ორთაბრძოლებში ყოფილმა ჩემპიონმა ტელეკომპანია ESPN-ის ეთერშიგანაცხადა. 
ირლანდიელის თქმით, მას ტიტულის დაბრუნება სურს. მან ასევე აღიარა, რომ ხაბიბთანბრძოლისთვის არასწორად მოემზადა და მოწინააღმდეგე სათანადოდ არ შეაფასა. „იმ ბრძოლაში ბევრი რამ ვისწავლე“, - განაცხადა მაკგრეგორმა. 
ბოლო ბრძოლა მაკგრეგორმა 2018 წლის ოქტომბერში გამართა, როცა ტიტულისთვის მატჩში ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა. მას შემდეგ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების და სპორტში დაბრუნების შესახებ განაცხადა, ხაბიბთან ბრძოლას კი სოციალურ ქსელებში აგრძელებს. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment