Wednesday, September 10, 2014

ცვლილებები ახალი სასწავლი წლისთვის

რა სიახლეები დახვდებათ 15 სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა, ექიმის კაბინეტი, განახლებული ინფრასტრუქტურა, სახელმძღვანელოები, ტრანსპორტირება, ფსიქოლოგის სამსახური - ეს ზოგად განათლებაში არსებული იმ სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც დღეს ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ვრცლად ესაუბრა.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ Aris.ge - განათლება პერიოდულად დეტალურად წერდა და დაინტერესებულ მხარეთა პოზიციებსაც მკითხველს სთავაზობდა, ნაწილი დაგეგმილი სიახლეებისა განხილვის პროცესშია.

გიგაურის ინფორმაციით, ახალი სასწავლი წლისთვის ცვლილებები განხორციელდა როგორც საგაკვეთილო ბადეში, ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც.

მისი თქმით დღეს არსებული სკოლების 90% მაღალ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სკოლების სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს.

• წელს დასრულდა ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტის რევიზია, რის ფარგლებშიც დაწყებითი საფეხურისათვის შეიქმნება ახალი სახელმძღვანელოები.

• ახალი სასწავლო წლიდან მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო გახდა მე-5 კლასიდან. წინა წლებში მეორე უცხო ენას სკოლები მეშვიდე კლასიდან იწყებდნენ.

ეს სიახლე ნაწილობრივ წლევანდელ მეექვსე კლასელებსაც ეხებათ. მათაც შეუძლიათ მეორე უცხო ენის სწავლა წლევანდელი წლიდან დაიწყონ.


• საბაზო საფეხურზე სადამრიგებლო საათი კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის უნარების განვითარებას დაეთმობა.

მეცხრე კლასიდან მოსწავლეებს სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელი დაეხმარებათ მომავალი პროფესიის არჩევაში. სამინისტრო სრულად დააფინანსებს მოსწავლეების სხვადასხვა პროფესიულ ობიექტზე გაყვანასა და საქმიანობების სპეციფიკის უშუალოდ ადგილზე გაცნობას. დამრიგებელი კი აღნიშნული საქმიანობისთვის ხელფასზე დანამატის სახით 25 ლარს მიიღებს.

• ახალი სასწავლო წლიდან უნდა გაიზარდოს მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

ამოქედდება მშობლის განათლების პროგრამა. პედაგოგდსა და მშობელს შორის კომუნიკაციის ფორმატი გაიწერა ეროვნული სასწავლო გეგმის გზა-მკვლევარში. დოკუმენტი 15 სექტემბრის შემდეგ გახდება საჯარო. მასში ზუსტად იქნება აღწერილი როგორ უნდა იმუშაოს დამრიგებელმა მშობელთან რათა ეს უკანასკნელი უკეთ ამყარებდეს კომუნიკაციას შვილთან. (აღნიშნულის შესახებ Aris.ge-განათლება ვრცელ მასალას ამზადებს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ)

• მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის პროგრამის პილოტირება დასრულდა. ამჟამად პროგრამაში ჩართულია 500 სკოლა.

რაც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას - ლია გიგაურის ინფორმაციით, სრულდება 400-მდე სკოლის სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სექტემბრიდამნ ფუნქციონრებას დაიწყებს 2 ახალი სკოლა. 2014 წლის ბოლოს კი ექსპულატაციაში შევა კიდევ 6 ახალი სკოლა. დასრულებულია პროექტირება და შესწავლილია გრუნტის ვარგისიანოა კიდევ 8 ახალი სკოლის მშენებლობისთვს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის აღჭურვას: სკოლების უმეტესობაში ახალი დაფების, ახალი მერხებისა და სკამების მიწოდება მიმდინარეობს.
ლია გიგაურის ინფორმაციით, 5 წლიანი გეგმის მიხედვით, ყველა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულდეს. 100 სკოლა ამ ეტაპზე გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს.

• დაბეჭდლია და მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ სასკოლო სახელმძღვანელოები ისევე, როგორც პირველ კლასელებსა და მათ დამრიგებლებს პერსონალური კომპიუტერები.

• სასკოლო ავტობუსები მოემსახურება 1000-ზე მეტ სკოლას.

• ყველა სკოლაში სადაც არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე მუშაობს სპეციალური მასწავლებელი და დამხმარე პედაგოგი.


ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში სპეციალური (ინკლუზიური განათლების სპეციალისტი) პედაგოგების ნაკლებობაა და მათი შერჩევის პროცესი რთულია. დღეის მონაცემებით ასეთი 500 პედაგოგია. მათ დაფინანსებას სრულად საკუთარ თავზე იღებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უწყებაში იმედოვნებენ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა რომელიც სპეციალური საჭიორების პედაგოგებისთვის არის განკუთვნილი, ამ საჭიროების მასწავლებლების რაოდენობას გაზრდის.

• წელს საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება ექიმის კაბინეტი.

პირველ ეტაპზე პერსონალური ექიმი 100 სკოლას ეყოლება. თუმცა მომავალი 3 წლის განმავლობაში სამედიცინო ოთახი ყველა სკოლაში უნდა იყოს. გამონაკლისი იქნება რეგიონების მცირე კონტიგენტიანი სკოლები. ლია გიაგურის თქმით, ისეთ სკოლებში სადაც ბავშვების რაოდენობა ძალიან ცოტაა, ექიმის შტატი არ დაიშვება. თუმცა მოსწავლეებზე სოფლის ამბულატორიის ექიმები იზრუნებენ. გარდა იმუნიზაციისა და პირველადი დახმარების აღმოჩენისა სკოლის ექიმები სკოლის ჰიგიენის მაკონტროლებლების როლშიც მოგვევლინებიან.

• დაგეგმილია ფსიქოლოგიური ცენტრის საქმიანობის გადახედვა-გაფართოება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 700-ზე მეტმა სკოლამ მოითხოვა სკოლის ფსიქოლოგი. თუმცა საჭირო და პროფესიონალი კადრების არარსებობის გამო პირველ ეტაპზე სკოლების შესწავლა და ფსიქოლოგების იმ სკოლებში მივლენა მოხდება, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროებაა.

• ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მასწავლებლის ახალი სტანდარტის მიხედვით შემუშავებული პროფესიაში შესვლისა და კარიერული ზრდის სქემაა.

აღნიშნული სქემის ოფიციალური დოკუნეტი სავარაუდოდ 2 კვირაში გამოქვეყნდება.

როგორც ლია გიგაურმა ARIS.GE-განათლების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სკოლა არ უნდა იყოს განათლების სისტემის ყველაზე სუსტი რგოლი და ყველა სიახლე სკოლის გასაძლიერებლად არის მიმართული. ზოგადი განათლების საფეხურის გასაძლიერებელ ნაბიჯად, უწყებაში, დირექტორების ახალი წესით შერჩევის პრინციპსაც ასახელებენ:

" სკოლა არ უნდა იყოს სუსტი რგოლი. სკოლაა ის ადგილი, სადაც ყალიბდება ყველა საიჭირო უნარ-ჩვევა. სწორედ სკოლის გაძლიერებისკენ არის მიმართული დირექტორების არჩევის ახალი პრინციპი. პროცესი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. სწორედ ამიტომ ვითხოვთ კანდიდატებისგან სკოლის განვითარების გეგმას. სწორედ ისინი არიან პასუხიმგებლები იზრუნონ სკოლაში ჩვენ მიერ ცენტრალიზებული რეფორემების განხორცილებაზე. ამასთან ადგილზე შეისწავლონ სკოლის საჭიროებები, პრობლემები აღმოფხვრან და სწორი განვითარების სტრატეგია შეიმუშაონ, რათა თითოეული სკოლა ახალ ეტაპზე გადავიდეს,"-დსაძინა ლია გიგაურმა.

ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment