Monday, September 29, 2014

მაგთიკომი სტუ-ის სტუდენტს დააჯილდოებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენ, მაგთიკომისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. კომპანიის წარმომადგენელი სტუ-ის სტუდენტს ხვალ დააჯილდოებს.

მაგთიკომი სტუდენტებს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. კომპანია ტრადიციას აგრძელებს და საუკეთესო სტუდენტებს სტიპენდიას ანიჭებს: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების 11 პირველკურსელი, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მაგთიკომისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებ.  


ყველა სტუდენტს და მოსწავლეს კი მაგთიკომი ბალის კლუბში იწვევს და ყოველთვე   100 მეგაბაიტით, 30 წუთით და 100 სმს-ით ასაჩუქრებს, ასევე სპეციალურ, შეღავათიან ტარიფსაც სთავაზობს. ბალის კლუბში გაწევრიანება უფასოა და  27 წლამდე ასაკის ნებისმიერი ახალგაზრდისათვისაა შესაძლებელი. მაგთიკომი მუდმივად ზრუნავს თავის ახალგაზრდა მომხმარებლებზე და მათ საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, - აცხადებენ კომპანიაში.

No comments:

Post a Comment