Thursday, September 11, 2014

რა უნდა იცოდენენ მშობელებმა სკოლის, სწავლებისა და აღზრდის შესახებ

შეუძლებალია,   რომელიმე  სტატიაში  ან,  თუნდაც წიგნში  დაეტიოს  ყველეფერი,  რაც რელურად მშობლებმა უნდა იცონდენ სწავლებისა და აღზრდის შესახებ,   არც არსებობს რაიმე კონკრეტული ფორმულა,  რომ იყო საუკეთესო მშობელი. კვლევებით არც ის არის დადგენილი ზუსტად  რა პროცენტით ახდენს გავლენას მშობელი  შვილის აღზრდაზე.
მიზანი ამ სტატიის არის გარკვეული გამოცდილების  გაზიარება  სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის  და მცირე რეკომენდაციების მიცემა,  თუ როგორ  მოიქცნენ    სიტუაციებში, როცა ზუსტად არ იციან როგორ  იმოქმედონ. რეკომედაციები ეყრდნობა  საერთაშორისო ექსპერთა  ნააზრევს, ასვე   ადგლობრივ გამოცდილებას ( მგვლი მაგიდა )
თუ თქვენ სკოლის მოსწავლის  მშობელი ხართ  და გიწევთ  თავის  ტეხვა პედაგოგის და სკოლის შერჩევაძე , ასვე არ ენობით  სკოლის ცოდნას, ხარჯავთ  დამატებით  ფულს  რეპეტიტორებში,  ამ ყველაფრის მიზეზებზე  საიტერესო მოსაზრება აქვს  სტივ  ჯობს,   რომლიც დასაფიქრებად ღირს   „ როცა  სასკოლო განათლების პრობლემებზე ვსაუბროთ საჭიროა, ამ საკითხს შევხედოთ სხვა კუთხიდან და დავსვათ ასეთი კითხვა- ვინ არიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ სარგებლობენ სკოლის სერვისით ანუ ვინ არიან „მომხმარებლები“? ზოგადად, რათქმაუნდა, სკოლის „მომხმარებელი“ არის მთლიანად საზოგადოება, მაგრამ ჩემი აზრით, სკოლის უშუალო “კლიენტები” არიან არა მოსწავლეები, არამად მშობლები. პრობლემა, რაც არსებობს ამ სისტემაში არის ის, რომ უშუალო მომხმარებელნი  ყურადღებას არ აქცევენ, თუ როგორი  ხარისხის სერვისს  იღებენ. ისინი  მთელი დღის  განმავლობაში მუშაობენ და არ აქვთ დრო, რომ საკმარისი ყურადრება  დაუთმონ სკოლას. რა ხდება, როცა  მომხმარებელი  არ ინტერესდება იმ სერვისის  ხარისხით, რომელსაც იღებს? რათქმაუნდა,  მოწოდებული სერვისის  ხარისხი თანდათან იკლებს. მინდა გავიხსენო დრო, როცა ჩვენს შტატში  მატრო ერთი სატელეფონო კომპანია ოპერირებდა.  მათი ოფისის  კარზე იყო გამოკრული ბანერი: „ ჩვენ არ გვაინტერესებს“ იგივე ხდება დღეს განათლების სისტემაში.“
ვფირობ,  რომ სკოლიდან შორს ყოფნა  უფრო  მეტად გულისხმობს არცოდნას იმის, თუ რას ნიშნავს  სწორი სწავლება და კარგი სკოლა  ჩვნს საუკუნეში.
სკოლის და პედაგოგის შერჩევა
პრობლემა, რასაც  პირველ  რიგში მოსწავლეთა მშობლები  აწყდებიან  ეს არის  სწორი  სკოლის და პედაგოგის შერჩევა,   დღესდღეობით   ჩვენთან გადაწაყვეტილებების მიღება ძირითადად  ხდება მეგობრის რჩევის  ან გარკვეული პიროვნული კავშირების  გამოყენებით,  ან კიდევ სხვა დეკორატიული ფაქტორების გათვალისწინებით  როგორიც არის „პრესტიჟული სკოლა“ , მაღალი სოციალური სტატუსის მქონე კლასელები  და ასე შემდეგ.   ჩიკაგოს  უნივერსტეტის კვლევებით დადგინდა,  რომ ბავშვის ბედნიერებასთან არანაირი კავშირი  არ აქვს იმას, თუ რამდენად   „პრესტიჟულია“ სკოლა, რამდენად  ბევრს იხდით სწავლაში . მიზეზი რის გამოც მშობლებლები უშვებენ შეცდომებს არის, რომ  არ არიან გაცნობირებეულნი რას ნიშნავს სწორი სწავლა და კარგი პედაგოგი.  კარგი სწავლება  ბევრს ჰგონია, სიმკაცრე, ბევრი დავალების მიცემა. როგორც ალფი კონი ამბობს: “თუ გინდათ მიიღოთ კარგი სკოლები მაშინ უნდა დასვათ კითხვები  საშინაო დავალებებზე, შეფასებაზე,   ტესტირებებზე  და ასე შემდეგ”.
ცენტრი მოგცემთ  მცირე რეკონედაციას,  როგორ გავარჩიოთ კარგი სწავლება და როგორ შევარჩიოთ კარგი  პედაგოგი.   გამომდინარე იქიდან,  რომ არასწორი სწავლებით თქვენი შვილი განათლების ნაცვლად  შეილება გახდეს ინდოქტრინებული.   იმისთვის, რომ გაარჩიოთ  რა არის განსხვავება განათლებასა და ინდოქრინაციას შორის  ამისთვის  გაგაცნობთ აღიარებილი ინტელექტულიას ნოამ  ჩომისკის მოსაზრებას :  “პირველი კონცეფცია განათლების დანიშნულების შესახებ მოდის განმანათლებლობის  ეპოქიდან,  რომელიც ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთ ერთი უმთავრსი მიზანი არის წარსული მიღწევების კვლევა-ძიება,   შეთვისება იმის, რაც შენთვის ყველზე მნიშვნელოვანია, შემდეგ კითხვების დასმადა შემოქმედებითობა.  ამ  კონცეფციის მიხედვით, განათლების მიზანი არის, რომ დაეხმაროს  მსწავლელს ისწავლონ,  თუ  როგორ  ისწავლოს  დამოუკიდებლად,ეს შენ მსწავლელი წყვეტ  როგორ,  რა მეთოდებით ისწავლი,როგორ შექმნი რაიმე ახალსმნიშვნელოვანი ასპექტები ამ სახისგანათლების არის იმპულსების გაძლიერებარომელიც ყველანაირ ავტორიტეტს,მოძღვარსსისტემას კითხვის ნიშნის ქვეშ   აყენებს,ფიქრობს კრიტიკულად და ქმნის კარგად ნაცადი მოდელების ალტერნატივებს.
მეორე შედეგი საგანმანათლებლო  პროცესის გავლით  იყოს გამოწვეული ეს არის   ინდოქტრინაცია რაც გულისხმობს,  ბავშვობიდან ახალგაზრდები ექცევიან    გარკვეულ ჩარჩოებში, სადაც ისინი დაემორჩილებიან  ბრძანებებს, მიიღებენ მოცემულ  ჩარჩოებს, არ დასვამენ  შეკითხვებს, იქნებიან  პასიურები  და  კომფორმისტები. ლუსტრაციად გამოდგებაშემდეგი : თანამედროვე სისტემის მიხედვით, ყველა მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს  დავალებები, რაც მესაძლოა უაზროდ  ეჩვენებოდეს, თუ  არ შეასრულებ მომდევნო , ასევე შევხედოთ კურიკულუმს   რამდენიმე  „ჭკვიანი“ ადამიანი წყვეტს ვისი ნააზრევია კარგი ვისი არა, შემდეგ მათი შერჩეული ყველამ  უნდა დაიზეპიროს,  ვინც სისტემას არ ემორჩილება ამთავრებს ქუჩაში. ეს ყველაფერი არის მორჩილთა შერჩევის ტექნიკა.  
ასევე მოკლედ გეტყვით,  თუ რას ნიშნავს კარგი პედაგოგი, როგორც კანადელეი წამყვანი განათლების მკვლევარი ამბობს  “კარგ პედაგოგოს  უნდა ჰქონდეს  ორი  მთავარი  მახასიათებელი: იცოდეს რას ნიშნავს კარგად სწავლევა , და ჰქონდეს უპირობო მზრუნველობა   ბავშვების მიმართ.”
მიდით  სკოლაში  რომლითაც დაინეტერსებული ხართ და  გაესაუბრეთ პედაგოგს, სკოლის ხელმძრვანელს გაიგეთ მისი ხედვა რამდენად ემთხვევა სწორი სწავლების პრინციპებს,   გამომდინარე იქიდან რომ  ხედვა დიდად განსაზღვრავს  ქცევას.
  • წარმატების მიღწევის გზების  არასწორი ხედვა
ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი იყოს წარმატებული,   ჰქონეს კარგი სამსახური ,ოჯახი და ასე შემდეგ  წარმატების მიღწევის ფორმულა უმრავლესობისთვის  დაახლოებით  ასე  გამოიყურება: ასწავლოს კარგ სკოლაში,   კარგ უმაღლესში   და  შემდეგ იშოვის  კარგ სამსახურს, როგორც  კვლევებით დასტურდება, მსგავსი სწორხაზოვანი მიდგომა   ამართლებს ადამიანების მხოლოდ ერთ პროცენტში.  ამ ფაქტის არცოდნა საფუზველს უდებს უამრავ  შცედომას   მშობლების  მხრიდან აღზრდის  პროცეში.
  • ჩარევა პროფესიის არჩევში
შემდეგი რეკომანდაცია  ეხება აღზრდას.    შეცდომა,  რასაც ხშირად მშობლები უშვებენ  არის ის,  რომ ისინი ცდილობენ შვილში განახორცილონ თავისი მიუღწეველი ოცნებები  და  აქციონ იმათ,  რაც თვითონ სურდათ ყოფილიყვნენ.  ამის მაგალითია  იგივე პროფესიის არჩევა შვილისთვს,   ან სპორტი იმ სახეობებზე ტარება , რაც თვითონ მოსწონთ. ფსიქოლოგის აზრით,  ეს  არის  განუხორციელი იდეა და დიდი ზიანი ადგება  ბავშვის ფსიქოლოგიას.    ფსიქოლოგი მადელინ ლევინი ამბობს რომ დიდი შეცდომაა, როცა მშობლები შვილებს სთხოვენ ავტომატურად  მოსწონდეთ, ის რაც მათ მოსწონთ, ამის ნაცვალად უმჯობესია დააკვირდნენ და გაიგონ, თუ რა მოსწონთ შვილებს.
  •  ცუდი საქციელის  გამართლება
კიდევ ერთი  შეცდომა,  რაც შეიძლება მშობელმა დაუშვას არის ის, რომ ეცადოს  გაამართლოს შვილის ცუდი  საქციელი, დაიხნას  ის რთული სიტუციდან, თუდაც,  ეჩხუბოს  პედაგოგებს  ნიშნებზე.   ამით ბავშვი სწავლობს იმას  რომ პრობლემების  მოგვარება  შეიძლება  ჩხუბით და მანიპულაციით,  ვიდრე პასუხისმგებლობის აღებით.
  • გადატვირთვა
ბავშვებს აქვსთ 12 წელი ბავშვობისვის, მიეცით მათ საშუალაბა იყვნენ ბავშვები
კიდევ ერთი შეცდომა,  რაც სპეციალისტების აზრით,  მშობლებს მოსდის ეს არის ბავშვის გადატვირთვა ატარებენ მათ სხვადსახვა  წრეებზე, რეპეტოტორებთან და ასე შემდეგ  ამით მშობლები თავიანთ თავმოყვარეობას იკმაყოფილებენ და თითქოს სხვებს ეუბნებიან  ნახეთ რა  გამორჩეული შვილი მყავს,  ანუ მე ვარ კარგი მშობელი.    უნდა ვიცოდეთ, რომ  ბავშვები ყველა  აქტივობაში ეძებენ  მხიარულებას, ხოლო მშობლებს კი  ყველაფერი კონკრეტული მიზნების  მიღწევისთვის სჭირდებათ,   რაც არის შეცდომა . როცა თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებთ,  ბავშვისთვის  შეიძლება ეს ყველაფერი მოსაწყენი  იყოს,  რაც იწვევს სტრესს.   ფსიქოლოგების მტკიცებით, მოსწავლეებისთვის არსებობს გარკვეული დროის ლიმიტი რომლის შემდეგაც  ისინი  ვეღარ ახერხებენ  ახლის შესწავლას მაგალითად.იმისთვის, რომ ავიცილოთ ზედმეტი გადატვირთვა   ამისთვის საჭიროა მშობელმა კარგად გაიცნოს  თავისი შვილი მოუსმინოს მას  და თუ არ სურს  რაიმე წრეზე სიარული ნუ დააძლებს. იყავით მხარდამჭერები და არა დამძალებლები,  ასევე უნდა იცოდეთ, რომ ბავშვებისთვის  ძალიან მნიშველოვანია   თავისუფალი  დრო .

  • ზედმეტი მზრუნველობა
როგორც ფსიქოლოგი მადელინ  ლევინი ამბობს,  “ხშირად  მშობლები სიყვარულის სახელით ვშიგნავთ ჩვენს შვილებს”, მშობლები  ყოველთვის ბავშვების წინ მიდიან და ცდილობენ აარიდონ ყველანაირი პრობლემა,  რათქმაუნდა,  ამ შემთხვევში ბავშვები  თავს გრძნობენ კომფორტულად, მაგრამ   ვერ სწავლობენ,  როგორ გაართვან თავი დამოუკიდებლად  წინააღმდეგობას, ამტომ როცა ზრდასრულები გახდებიან პირველივე წინააღმდეგობაზე განიცდიან მარცხს.
ხშრად  აქვთ მშობლებს კითხვა თუ რა შემთხევაში დაეხმარონ შვილებს
ამაზე მადელინ ლევინი ასე პასხობს:
  • რ გააკეოთ ის, რისი გაკეთებაც  ბავშვებს  დამოუკიდებაად   შეულძით  (ეს ეხება ასევე საშინაო დავალებას )
  • არ დაეხმარონ  შვილებს ასევე იმაში რისკი გაკეთებაც თითქმის შეუძლიათ.
კიდევ ერთი საყურადღებო  რჩევა, რასაც ფსიქოლოგი  იძლევა  ეხება უსამართლობას, რომელსაც შესაძლოა ბავშვი აწყდებოდეს სკოლაში – რჩევა ასეთია   მიუხედავდ იმისა რომ  რთულია დართეთ ნება განიცადოს საკუთარ თავზე უსამართლობა( რა ქმა უნდა არ იგულისხმება ბულინგი)
ამ  ყველაფრით  ბავშვები  ივითარებენ თავის  გართმევს ,  პრობლემების დამოუკიდაბლად გადაჭრის უნარს.   ისწავლეთ  ტოლერატულობა  იმ გრძნობასთან, რომ  ნახოთ შვილი  გაჭირვებაში , რადგან ეს ცხობრების ნაწილია.
  • დასჯა და წახალისება

კიდევ ერთი  სადისკუსიო  საკითხი  მშობლებისთვის  არის დასჯა- წახლისების თემა.   უმრავლესობის აზრით,   დასჯით  ასწავლიან ბავშვებს  რა არის ცუდი რა კარგი. სინამდვილესი  ეს ორვე  ქცევა, როგორც კიდევ  ერთი  მკვლევარი  ალფი კონი  ამბობს  მცდარი მიდგოგმაა,   რადგან  დასჯით   ბავშვი სწავლობს იმას რა ქცევა  არ მოსწონს მშობლეს,   არ  იწყებს  თავისი საქციელის  ანალიზსს,   ასევე მცდარი მიდგომაა  შექება ,  როცა  რაიმე კარგს გააკეთებს  ბავშვებს რაც სჭირდებათ ეს არის უპირობო  სიყვარული და მიღება, როცა ბავშვი ხვდება  რომ ის პირობით  არის მიღებული ანუ  მან უნდა გამოიმუშავოს თქვენი  სიყვარული ან კარგი განწყობა    ამის მერე ის  იწყებს  საკუთარი თავის და სხვების  იგივენაირად პირობით მიღებას.   კვლევები აჩვენებს რომ უპირობო სიყვარულით და მხარდაჭერით აღზრდილი ბავშვები ნაკლებად  ეგოისტურები არიან,   არიან მეტად  მზრუნველები  მეტად რისკიანები მგრზობიარები, სოლიდარულები.
  • ძედმეტი ყურადღება ნიშნებზე
კიდევ ერთი შეცდომა,  რაცას  მშობლები უშვებენ არის ის,  რომ  ბევრ დროს და ძალისხმევას  ხარჯავენ ნიშნებზე  ეს წარმატების ვიწრო გაგების შედეგია,   განსაკუთრებით ღელავენ იმ საგნებზე,  რაშიც მათი შვილები ჩამორჩებიან   და არ აქცევენ ყურარებას იმას რაშიც ძლიერები არიან ,  ნაკლებად  ხვდებიან პედაგოგს,  სადაც კარგი ნიშნები  ჰყავთ, მადელინე ლევინის თქმით, ეს არის  დიდი შეცდომა შეუძლებელია ადამიანი ყელაფერში თანაბრად ძლიერი იყოს, ამიტომ ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს მეტი ყურარება დაუთმონ  ძლიერ მხარეებს  და დეხმარონ მათ იპოვნონ საკუთარი ნიჭი,  ეს არის მშობლის უპიველესი მოვალეობა,
  • თანატოლებთან ურთიერთობა
გარდატეხის ასაკში ხშირად მოსწავლეები   ემოციურად  შორდებიან მშობლებს  უნდათ დამოუკიდებლობის მოპოვება , თუმცა, როცა თქვენაგან დამუკიდებელი ხდებიან, დამოკიდებულები ხდებიან თავიანთ თანატოლზე , რაც არ არის   სწორი  ამ ასაკში ბავშვებს სჭირდებათ რომ დამოკიდებულნი იყვნენ ისეთ ადამიანზე ვინც მასზე  იზრუნებს . ამიტომ კანადელ ექსპერტ  გორდონ ნიუფელდის  რჩევა ასეთია:  იმისთვის რომ დაიბრუნოთ შვილი არ აჩვენოთ მას თქვენი უძლურება პირდაპირ  რაიმეს აკრძალვებით, ან მოთხოვნით ეს არ მუშაობს.  ეცადეთ მოზარდს ესაუბროთ ნეიტრალულ თემებზე და დაიბრუნით მისი  დამოკიდებულება,  აჩვენეთ რომ ყველაფრის მიუხედავთ თქვენი მისი მშობელი ხარ და გიყვართ.
 სასკოლო კვლევების ცენტრი
rcs.ge

No comments:

Post a Comment