Friday, September 5, 2014

თამარ სანიკიძე - არ ვფიქრობ, რომ პედაგოგი უნდა გამოვიდეს და პროტესტი დააფიქსიროს, რადგან ამის საჭიროება არ არის

თამარ სანიკიძე - არ ვფიქრობ, რომ პედაგოგი უნდა გამოვიდეს და პროტესტი დააფიქსიროს, რადგან ამის საჭიროება არ არისგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატების შესარჩევად მაქსიმუმი გააკეთა , საბოლოო გადაწყვეტილებას კი, სკოლების სამეურვეო საბჭოები მიიღებენ. 
,,პრობლემები და შეფერხებები საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის პროცესში ჩვენ არ გვაქვს. ბოლო ეტაპზე სამინისტროს კომისიამ იმუშავა, ამაში სხვადასხვა სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები. მათ მიერ შერჩეული იქნენ დირექტორობის კანდიდატები და წარდგენილი იქნენ სკოლების სამეურვეო საბჭოებთან. შესაძლებელია დირექტორობის კონკრეტული კანდიდატები უკმაყოფილოები იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არის სხვა პრობლემები", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა. 
თამარ სანიკიძე პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, ახლო მომავალში პედაგოგთა მხრიდან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციების გამართვასთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ პედაგოგი უნდა გამოვიდეს და პროტესტი დააფიქსიროს, ვინაიდან ხელფასების გასაზრდელად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეს ეტაპობრივად აუცილებლად მოხდება. 
,,რაც შეეხება პედაგოგების ხელფასებს, მე არ ვფიქრობ, რომ პედაგოგი უნდა გამოვიდეს და პროტესტი დააფიქსიროს, რადგან ამის საჭიროება არ არის. ყველამ კარგად იცის, რომ 2013 წლამდე სახელფასო განაკვეთების გადახედვა არ მომხდარა, დღეს ეს მოხდა და ამ დინამიკის შენარჩუნების საშუალება არსებობს," - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ipn.ge

No comments:

Post a Comment